Tuesday, December 9, 2014

რეფლექსია მეცხრე დღე

მოგესალმებით! სრულდება ინტელის ტრენინგი, ჩემმა ტრენინგის პორტფოლიომ დასრულებული სახე მიიღო.
ვფიქრობ, ბევრი რამ შევისწავლე პროექტებით სწავლების შესახებ.   მადლობა ინტელს, ეფექტური საჩუქრისათვის-მნიშვნელოვანი და საინტერესო ტრენინგისათვის! დიდი მადლობა,  ბატონო დათო, ცოდნა და გამოცდილება რომ შეგვძინე ამ მნიშვნელოვან საკითხში.
ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ დიდ წარმატებებს!

Sunday, December 7, 2014

რეფლექსია მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავეცანით პრეზენტაციის, ბუკლეტის შაბლონებს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევავსეთ პროექტის სასწავლო პროცედურების გრაფა.აგრეთვე შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების ,კერძოდ სპეციალური საჭიროებების და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გრაფები.ახლოვდება ტრენინგის ბოლო დღე.ვცდილობ დავასრულო პროექტი.

Saturday, December 6, 2014

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე




https://drive.google.com/folderview?id=0B1CW2hZIsAE4SjlPeDFWc2xySHc&usp=sharing

რეფლექსია მეშვიდე დღე

მოგესალმებით!

           წინა ტრენინგზე მიღებული რჩევები გავითვალისწინე და დავხვეწე შეფასების დროის ჩარჩო.
მივიღეთ დავალება: პროექტის გეგმაში დავუმატოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნის შესახებ; შევქმნათ შეფასების  დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკა და სქემა;  

Thursday, December 4, 2014

რეფლექსია მეექვსე დღე

ტრენინგის  მეხუთე  დღეც  საინტერესოდ  დაიწყო.  ნაბიჯ–ნაბიჯ  ვსწავლობთ  პროექტის  პორტფოლიოს  წარმოებას.  სამუშაო  შრომატევადი,  მაგრამ  საინტერესოა.  გარდა  პორტფოლიოს  წარმოებისა,  ბევრ  საინტერესო  საკითხებსაც  გავეცანით, რაც ვფიქრობ  მუშაობის  დროს  გამოგვადგება. 

Wednesday, December 3, 2014

რეფლექსია მეხუთე დღე

მოგესალმებით!
მეხუთე დღეს  წარმოვადგინეთ თემის პრეზენტაცია.ნაყოფიერი და შედეგიანი გამოდგა.ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. შენიშვნები და მითითებები გავითვალისწინეთ. დავალებები  მივიღეთ პორტფოლიოსთან დაკავშირებით. გავეცანით სასარგებლო რესურსებს ინტერნეტ სივრცეში